გიორგი ვაშაძე - ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ - ახალ წლამდე ვერ მიაღწევს

„ქართულ ოცნებაში“ იციან, რომ ღარიბაშვილის შენარჩუნება გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე გაშვება, რადგან გახრწნილების მაღალი დონე აჩვენა - ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საზოგადოება დიდი ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩარტერების თემა აჩვენებს, რა დონის გახრწნილია „ქართული ოცნების“ სისტემა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა დაფინანსება თუ კერძოდ, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაული. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არის მმართველობა, სადაც სასამართლოში არის „კლანი“, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ამიტომ საზოგადოება უნდა მოემზადოს დიდი ცვლილებებისთვის.

მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ. „ქართულ ოცნებაში“ იციან, რომ ღარიბაშვილის შენარჩუნება გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე გაშვება, რადგან გახრწნილების მაღალი დონე აჩვენა. შეეცდებიან თემა გადააგორონ, შემდეგ გამოვა და გვეტყვის - „დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ და სახლში წავალ“. ახალ წლამდე ვერ მიაღწევს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციაც მაქვს და მე ასე ვფიქრობ. ირაკლი ღარიბაშვილს ვერ შეინარჩუნებენ, იმიტომ რომ ღარიბაშვილი საზოგადოებაში ხრწნის სიმბოლო გახდა.

კიდევ ერთი საკითხია. ღარიბაშვილს აშანტაჟებენ სხვა ფლანგები - კობახიძის და კალაძის ფლანგები“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რაში უშლის ხელს თბილისის მერს, კახა კალაძეს ირაკლი ღარიბაშვილი, ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ გავლენებისთვის სხვადასხვა ჯგუფები ებრძვიან ერთმანეთს.

მისივე მტკიცებით, ღარიბაშვილის სკანდალი „შიგნიდან“ არის გაჟონილი.

„ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატი. ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის სკანდალი შიგნიდან არის გაჟონილი. არ მგონია შემთხვევითი იყოს „აირზენას“ დირექტორის ყველაფრის ჩაჭიკჭიკება. ეს არის შიდა სისტემის ლპობის მაჩვენებელი. სხვადასხვა ჯგუფები ებრძვიან ერთმანეთს.

დანაშაული სახეზეა და ამაზე პასუხს ღარიბაშვილი აუცილებლად აგებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში