ჯაბა სამუშია საჯარო ლექციების ციკლს მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ისტორიის, ეროვნული და კულტურული ფასეულობების საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი საჯარო ლექცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც რექტორი „თამარ მეფის ეპოქის საქართველოს“ შესახებ მოხსენებით წარსდგა.

„შეხვედრებს, რომელიც სამღვდელოებასთან და საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლებთან იმართება, ქართველი მეცნიერები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები წარმართავენ.

საჯარო შეხვედრები ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვედრილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნად იმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრებს ორგანიზებას უწევს ააიპ "საზოგადოება ივერიისა" და საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა