შემოსავლების სამსახური „სარტყელი და გზის ინიციატივის“ რიგით მეოთხე კონფერენციას მასპინძლობს

11-13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,სარტყელი და გზის ინიციატივის“ ფარგლებში, საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის BRITACOM-ის მეოთხე წლიურ კონფერენციას მასპინძლობს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმი (პლენარული სესია და საბჭოს სხდომა) წევრი ქვეყნების, საგადასახადო სისტემების გარემოს გაუმჯობესებაზე მსჯელობას დაეთმო.

„აღნიშნული ღონისძიება ,,სარტყელი და გზის ინიციატივის“ საკმაოდ მაღალი დონის პლატფორმაა და ის გამოცდილების გაზიარების, ასევე პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. ამასთან, ფორუმის მიზანია, წევრ ქვეყნებს შორის, მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და საქმიან წრეებს შორის მომავალი თანამშრომლობის განვითარება.

ადმინისტრაციული სესია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან ხაზი გაუსვა სესიის მნიშვნელობას ,,BRITACOM“-ის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით და აღნიშნა, რომ საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაზიარებისა და თანამშრომლობის ამ პლატფორმამ, შესაძლოა მომავალში თავისი უნიკალური როლი შეასრულოს საერთაშორისო საგადასახადო დღის წესრიგის განხორციელებაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მასპინძლობით საქართველოს ავტომატურად ენიჭება პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი, ხოლო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ხდება აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა თავმჯდომარის რანგში, ვიდეო მიმართვით მიესალმა, საგადასახადო ადმინისტრაციების რიგით მეოთხე კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, არსენ თევდორაშვილი და ლიკა ჩოფურიანი, რომლებმაც მონაწილეებს უწყებაში მიმდინარე წარმატებული რეფორმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგში მდგარ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საგადასახადო გარემოს გაუმჯობესება, ადმინისტრირების პროცესის გამჭვირვალობა და საგადასახადო წნეხის შემცირება, ასევე კანონშესაბამისობის გაუმჯობესება, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და სხვა.

BRITACOM-ი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან. აღნიშნული კონფერენცია წელიწადში ერთხელ იმართება და მას ,,BRITACOM“-ის პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი