სახალხო დამცველმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს, კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორს მარკ კემერონს და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელს ლიზა ჯონსონს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ასევე, შეხვედრა გამართა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტთან დეიმონ უილსონთან.

„სახელმწიფო დეპარტამენტს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, განიხილეს ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად რეკომენდებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მდგომარეობა.

საუბარი შეეხო მართლმსაჯულების საკითხებს, პატიმართა უფლებებს, მედია თავისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და უმცირესობათა უფლებრივ მდგომარეობას.

სახალხო დამცველმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ინსტიტუციების დამოუკიდებლობისთვის ეს თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო