„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

11 აგვისტოს, ჩვენ 8 პასუხისმგებელ უწყებას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე 47 შეკითხვით მივმართეთ, თუმცა არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ვინაიდან ისინი საკუთარ დანაშაულს მალავენ, ამიტომ ჩვენ ამ უწყებებს სასამართლოში ვიბარებთ და პასუხებს კონკრეტულ კითხვაზე მოვთხოვთ - თუ რატომ მიატოვეს შოვის ტრაგედიისას ადამიანები სამი საათის განმავლობაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირშია მთავრობის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან.

„რაჭის სტიქია და შოვში ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირში ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურის, ლევან დავითაშვილის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და კორუფციულ ინტერესებთან. სწორედ, ამასთან დაკავშირებით 11 აგვისტოს ჩვენ რვა პასუხისმგებელ უწყებას სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაზე 47 შეკითხვით მივმართეთ, თუმცა არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ვინაიდან ისინი მალავენ საკუთარ დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ამ უწყებებს ვიბარებთ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით სასჯელი შეგვაქვს და საჯარო ინფორმაციაზე პასუხებს კონკრეტულ კითხვაზე მოვთხოვთ, თუ რატომ მიატოვეს შოვის ტრაგედიისას სამი საათის განმავლობაში. მთავრობამ ადამიანები სტიქიის პირისპირ დატოვა, ტრაგედიის მასშტაბები პირდაპირ კავშირშია მთავრობის დანაშაულებრივ უმოქმედობასთან და ჩვენ შედეგად მივიღეთ 32 დაღუპული, 2 დაკარგული და 2 ადამიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დროს გარდაიცვალა. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის ირაკლი ღარიბაშვილი“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო