გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაბირების შანსი არ არსებობს! - ბუჩუკურს და მის თანაგუნდელებს განსხვავებულობის ჩვენება უნდათ და ამას აჩვენებენ მაშინ, თუ მათი ლიდერი არ იქნება სახლში გამოკეტილი!

„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან გადაბირების შანსი არ არსებობს! ბუჩუკურის და მისი თანაგუნდელების მესმის, განსხვავებულობის ჩვენება უნდათ, ამას აჩვენებენ მაშინ, თუ მათი ლიდერი ხალხს ჩამოართმევს ხელს და არ იქნება სახლში გამოკეტილი! - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულმა დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ.

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ნეგატიური გზავნილია ევროკავშირისთვის, ამიტომ იმპიჩმენტის მხარდაჭერა რუსული ინტერესების გატარებაში თანამშრომლობას ნიშნავს.

„ბორელის ვიზიტის შემდეგ "ქართული ოცნება" ჯიუტად აგრძელებს იმპიჩმენტს და ამით უნდა ევროკავშირს საბოლოო "არა" გამოსძალოს სტატუსთან დაკავშირებით დეკემბერში, ის საარჩევნო კოდექსიც კი, ხომ გახსოვთ ვითომ რაღაცის ცვლილებას რომ აპირებდნენ, სწრაფი (დაჩქარებული) რეჟიმიდან ნელ რეჟიმში გადაიყვანა "ქართულმა ოცნებამ", რატომ? - ეუბნება, ოღონდ "არა" მითხარი, თავი დამანებე. რაც შეეხება ოპოზიციას, ყველა ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ხელს აწერს კონტრაქტს რუსულ ინტერესებზე თანამშრომლობაზე, რასაც დღეს საქართველოში ივანიშვილის "ქართული ოცნება" ატარებს, მარტივია ყველაფერი, პატარა ბავშვი არც ერთი დეპუტატი არ არის - "მიმეჭირა", "მომეჭირა," "გამეჭირა" ვერ გამოვა ვერც ერთ შემთხვევაში!

გარანტიას გაძლევთ, "ნაციონალური მოძრაობის," "სტრატეგია აღმაშენებლის" მხრიდან გადაბირების შანსი არ არსებობს და ვერც იარსებებს!

ქალბატონ ანას და პარტია "საქართველოს" კი ვეტყვი, მესმის, ძალიან გინდათ გამოკვეთოთ თქვენი ადგილი დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, ოღონდ ეს ადგილი უნდა გამოკვეთოთ საქმის კეთებით და ხალხთან ურთიერთობით და არა ოპოზიციონერ კოლეგებთან კინკლაობით. არ მივყვები ამ კინკლაობაში, იმდენად სასაცილოა ეს განცხადება. ქალბატონ ანას და მის თანაგუნდელებს ღიმილით მინდა ვუთხრა, მესმის, რომ განსხვავებულობა გინდათ აჩვენოთ ხალხს, მაგრამ ამით განსხვავებულობას ვერ აჩვენებთ, აჩვენებთ თუ ბევრს ივლით ხალხთან და თქვენი ლიდერი უფრო მეტს ჩამოართმევს ხელს მოქალაქეებს და არ იქნება სახლში გამოკეტილი!"- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო