გიორგი ვაშაძე - საბიუჯეტო იყო თუ კერძო სახსრებით ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს დანაშაულთან - მხოლოდ მიუნხენში ჩარტერული რეისით რომ ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს თვითმფრინავი - 390 ათასი ლარია ფასი

საბიუჯეტო სახსრებით იყო თუ კერძო სახსრებით ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს დანაშაულთან - ჩემი აზრით, ახლა ამ ამბავს ცოტა გადააგორებენ და ახალ წლამდე ღარიბაშვილს სახლში გაუშვებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩარტერი მხოლოდ მიუნხენამდე 390 ათასი ლარი ჯდება, რა თანხაც ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში, შემოსავლებში არ ფიქსირდება.

„ჩარტერების თემასთან დაკავშირებით, საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან. იაფფასიანი ტყუილების კასკადი მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლებიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებით დამთავრებული. საბიუჯეტო სახსრებით იყო თუ კერძო სახსრებით ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ და პირადად, ღარიბაშვილი არის დიდ კორუფციაში ჩაფლული. მე ხელში მაქვს ღარიბაშვილის დეკლარაცია. სულ რომ შევაჯამოთ ყველა შემოსავალი, დანაზოგი რაც აქვს და გამოვაკლოთ რა ხარჯებიც გაწია, მაინც ვერ აფინანსებს იმ ჩარტერის ღირებულებას, რომელიც არის. მინდა საზოგადოებამ იცოდეს რა ღირს მხოლოდ მიუნხენში ჩარტერული რეისით რომ ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს თვითმფრინავი - 390 ათასი ლარია ფასი. ანუ ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ 390 ათასი ლარი მხოლოდ მიუნხენში ჩასვლა - ჩამოსვლაში გადაიხადა თავისი ჯიბიდან, რომელიც მისსავე დეკლარაციაში არსად ფიქსირდება. ამიტომ ეს არის იაფფასიანი ტყუილი. კიდევ ერთხელ მინდა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს, მთელ „ქოც“ ბანდიტებს, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას, მივმართო, გამოაქვეყნეთ მტკიცებულებები საიდან მოვიდა ეს ფული, როგორც გადარიცხეთ ეს ფული. ეს ყველაფერი ხომ მიუთითებს, რომ თქვენ ივანიშვილმა ამ ქვეყნის ძარცვის უფლება მოგცათ, სამაგიეროდ, მისი ერთგულების და რუსული ინტერესების გატარების?! ბორელის დღევანდელი განცხადებაც ზუსტად ამას მიუთითებს, დიაგნოზი დასმულია, თქვენ ხართ პრორუსები, რომლებიც ძარცვავთ ამ ქვეყანას და ამ იაფფასიანი ტყუილებით ვერაფრით გადააგორებთ. გამოაქვეყნეთ დოკუმენტაცია! საიდან მოიტანე 390 ათასი ლარი ირაკლი ღარიბაშვილო მხოლოდ ამ ერთი ფრენისთვის? იმის იქით, რომ პირველი კლასებით იფრინე და ერთი იმდენი თანხა კიდევ დახარჯული გაქვს, ეგ მეორე საკითხია. 390 ათასი ლარი ერთი გაფრენისთვის და ჩამოფრენისთვის საიდან მოიტანეთ? კითხვა არის ძალიან მარტივი და უნდა გაეცეს პასუხი. და თუ ამ კითხვას არ პასუხობთ, ეს მტკიცებულებაა, რომ თქვენ ხართ დამნაშავეები, კორუმპირებული თაღლითები, რომლებიც ძარცვავთ ქვეყანას. პრემიერის იმპიჩმენტს სჭირდება ბევრი ხმა, რომელსაც სჭირდება უმრავლესობის ხმებიც. ამიტომ სანამ იმპიჩმენტი მოხდება, ჩემი აზრით, ახლა ამ ამბავს ცოტა გადააგორებენ და ახალ წლამდე სახლში გაუშვებენ. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგი იქნება თუ ღარიბაშვილს გადააყენებენ თანამდებობიდან, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ. ყველა ოპოზიციურ ინიციატივას დავუჭერთ ჩვენ მხარს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო