პაატა დავითაია - კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ - ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სტატუსის გარეშე დარჩება, ამით რუსეთი ისარგებლებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი თბილისში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინ და შემდგომ ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ უმოკლეს დროში უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ქვეყანამ ხელიდან არ გაუშვას სტატუსის მოპოვების ისტორიული შანსი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ დარჩენილ პერიოდში ევროკავშირის რეკომენდაციები შეასრულოს.

„ამას ცხადყოფს ის განცხადებები, რაც გაკეთდა ჯოზეფ ბორელის მიერ, მისი უმნიშვნელოვანესი ვიზიტის დროს თბილისში და შემდგომ უკვე ბრიუსელში. ცხადია, რომ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, რეკომენდაციებზე, რომელიც არის არა ევროკავშირის იძულება, არამედ ევროპულ ოჯახში თანაარსებობის წესები. ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი. დარწმუნებული ვარ, სტატუსის მიღების შემთხვევაში დიალოგის დაწყება ევროკავშირში გასაწევრიანებლად სწრაფ რეჟიმში მოხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ინტერესი და კეთილგანწყობა ევროკავშირის მხრიდან იმ ფონზე, როდესაც ოქტომბრის ბოლოს ქვეყანა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ანგარიშს ელის.

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პროცესზე მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სტატუსის გარეშე დარჩება, ამით ისარგებლებს ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი. ქვეყნის უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით