კახა კალაძე - ამ დღეებში მიმდინარეობდა მიზანმიმართული შეტევა პრემიერზე - უკვე მიიღეთ ინფორმაცია და კონკრეტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდით, დღეს უკვე პროპაგანდის ახალი ფურცელი დაიწყეთ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პირადად მას და ასევე მის თანაგუნდელებსაც არაერთხელ მოუწიათ განცხადების გაკეთება იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის „ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა“. აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია, შეტევა პრემიერ-მინისტრზე, მის ოჯახზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცით და აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ოპოზიციამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა გქონდათ იმისა, რომ თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა და მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანათ მიუხედავად იმისა, რომ მეც ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება, ჩემს თანაგუნდელებსაც, რომ აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. დღეს, ნახეთ, როგორი სიტუაცია გაქვთ - უკვე მიიღეთ ინფორმაცია და კონკრეტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდით, დღეს პროპაგანდის უკვე ახალი ფურცელი დაიწყეთ“, - განაცხადა კალაძემ.

მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ საიდან ჰქონდა პრემიერ-მინისტრის პენსიონერ მამას იმ ოდენობის თანხა, რომ მისი შვილის ჩარტერული რესი დაეფინანსებინა.

„შეიძლება ჩემი მხრიდან დეტალებში შესვლა უხერხული იყოს. თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება ყოველი წლის ბოლოს წარმოვადგინოთ ჩვენი დეკლარაცია და დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი გაწერილი და მითითებული იქნება. რა პარალელი მინდა გავავლო? ნახეთ, როგორ ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ. სულ რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც ვიყავით. მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ ჩემი შვილები შოვში. ეს პროპაგანდა გქონდათ თქვენ და ეს ყველაფერი, როგორ დაგიბრუნდათ გახსოვთ. როგორ დალაგდით ყველა, ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული - როგორ და ვის მოუვიდა აზრად კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო. იმიტომ, რომ თქვენ თვითონ ჩავარდით მძიმე მდგომარეობაში იმიტომ, რომ ნახეთ, როგორი იყო ხალხის აგრესია თქვენ მიმართ, სიბინძურეები, რომელიც თქვენ იკადრეთ და გააკეთეთ. არ იფიქროთ, რომ კონკრეტულად რომელიმე თქვენგანზე ვამბობ, ზოგად მიმართულებაზე ვსაუბრობ. ამიტომ, არ შეიძლება ასეთი მიდგომები და დამოკიდებულებები. ალბათ ამას გარკვეული დრო და წლების დასჭირდება, რომ შეიცვალოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი