ანა წითლიძე - პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც იმპიჩმენტზე მეტად აღელვებს მას

პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. მან იცის პარტიის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს.

„პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს ყოველ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ იმპიჩმენტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, აქამდე არაერთი შეხვედრა გვქონია მასთან. ყოველთვის საჯაროდ და არა საჯაროდ, მან იცის ჩემი პოზიცია და იცის პარტიის პოზიციაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს“, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო