ხათუნა სამნიძე - ირაკლი ღარიბაშვილს არ უშველის ისრების წინა ხელისუფლებაზე გადატანა და სასაცილო განცხადებები, რომ 34 ათასი ევრო პენსიონერმა მამამ გადაუხადა - გამოძიება აუცილებელია

ჩანს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდინა - მას არც ისრების წინა ხელისუფლებაზე გადატანა და არც ისეთი სასაცილო და კომიკური განცხადებები უშველის, რომ თურმე მგზავრობის საფასური, 34 ათასი ევრო პენსიონერმა მამამ გადაუხადა - ველოდებით, გენერალური პროკურორის პოზიციას! - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ანზორ ჩუბინიძის განცხადებით საზოგადოებას მოატყუებს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების ინიციატივას, სამნიძის თქმით, როდესაც ცნობილია, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი ხმები ოპოზიციას არა აქვს, აღნიშნული პროცესის დაწყება იმ პროცესს დაემსგავსება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოიწყო.

„პრემიერის ქმედებაზე, რომელიც სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება, თავის გასამართლებლად რამდენიმე განცხადება გავრცელდა, ისრები წინა ხელისუფლებაზე გადააქვთ.

ჩანს, რომ სერიოზულ კორუფციასთან გვაქვს საქმე. იკვეთება კორუფციისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. პირველ რიგში, ამაზე რეაქცია და პოზიცია გენერალურმა პროკურორმა უნდა დააფიქსიროს. გამოძიება აუცილებელია.

გაუჭირდება ირაკლი ღარიბაშვილს იმის დადასტურება, რომ მან სახელმწიფოს სახსრები არ გამოიყენა და მის ქმედებაში არ არის კორუფციის ნიშნები“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა