ადვოკატის განცხადებით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების დასრულება და საქმის დახურვა იგეგმება

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მშვილდაძის თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილის გარდა, გამოძიებამ სავარაუდოდ, სხვა პირების შესაძლო მონაწილეობა და ან სხვა დანაშაული ვერ გამოკვეთა. აღნიშნულის შესახებ მარიკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლოში საქმე მხოლოდ ნიკოლოზ გუგეშაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს, საქმის ცალკე გამოყოფის შესახებ ინფორმაცია კი მათ არ აქვთ, რაც მარიკაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებას ნიშნავს.

„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური სასამართლოში ნიკოლოზ გუგეშაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის ირგვლივ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის ბრალდების ფარგლებში აპირებენ საქმის გაგზავნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი, პროკურატურა ცალკე გამოძიებად არ გამოყოფს კვალიფიკაციის საქმეს და გამოძიებას არ გააგრძელებს, ამ ნაწილში მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება დასრულდა. აქ საუბარია, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების, ან სხვა პირების სავარაუდო ჩართულობაზე და არამხოლოდ გუგეშაშვილის ფაქტზე. გუგეშაშვილმა ბრალი აღიარა და 126-ე მუხლით მიმდინარეობს მისი საქმე, მაგრამ საუბარია დამატებით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების, სხვა პირების ჩართულობის საკითხის გამოძიებაზე და ამ კუთხით გამოძიების გაგრძელებაზე. თუ არ გამოყოფენ ამ საქმის ცალკე გამოძიებას, მაშინ ნიშნავს, რომ ეს საკითხებიც დახურულად გამოცხადდება და ეს საკითხები აღარ იქნება შემდეგ ეტაპებზე გამოკვლეული.

ცალკე საქმე გამოჰყვეს თუ არა, ეს არ დაუდასტურებია არც საგამოძიებო სამსახურს და არც პროკურატურას, მათ ჩვენთვის არაფერი დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ გამოძიება ამით დასრულებულია.

როცა პროკურატურა საქმეს სასამართლოში ამ ბრალდებით აგზავნის, სხვა საგამოძიებო მოქმედებებს აღარ ჩაატარებს. როგორც მოგახსენეთ, სასამართლოში გუგეშაშვილის ბრალდების ირგვლივ მიმდინარეობს საქმის განხილვა, გამოძიებამ ამ ეტაპზე სხვა პირების მიმართ ბრალდება, ან სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ, ვერ გამოკვეთა. თუ ეს საქმე, ამ ფორმით წავა სასამართლოში და ცალკე გამოძიება არ გამოიყოფა, ეს ნიშნავს იმას, რომ გუგეშაშვილის მხრიდან ძალადობის კვალიფიკაციით დარჩება და დამატებით სხვა მიმართულებებით გამოძიება აღარ გაგრძელდება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გუშინ ვიყავით, გამოძიების გამოყოფაზე კითხვა დავსვით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და არც საქმის მასალებში, რაც ჩვენ გადმოგვცეს, საქმის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არც პროკურატურას არ მოუწოდებია სხვა ინფორმაცია, მათთან დაკავშირება აღარ გვიცდია. თუკი, მათ ეს საქმე გამოყოფილი აქვთ, უნდა გვითხრან, სხვა შემთხვევაში, ამ მოცემულობით, ეს გამოძიების დასრულებას ნიშნავს“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა, სუს-ის გამომძიებელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო