„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის საინვესტიციო მოდულით სარგებლობა ვაჭრობისა და საინვესტიციო ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 31 ოქტომბრამდე მობილბანკის საინვესტიციო მოდულით სარგებლობა ვაჭრობისა და საინვესტიციო ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.

ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია - მათ, ვინც უკვე აქტიურად იყენებს საინვესტიციო მოდულის და მათ, ვინც მობილბანკით ინვესტირება ახლა დაიწყო.

„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში საინვესტიციო მოდულის შექმნა სრულიად უფასოა. მისი მეშვეობით კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს წვდომა ამერიკის საფონდო ბირჟაზე, შეიძინოს საერთაშორისო კომპანიების აქციები და განახორციელოს ინვესტიცია.

„საქართველოს ბანკი“ აქტიური რეჟიმით განაგრძობს მომხმარებლებისთვის ინოვაციური საბანკო პროდუქტების შექმნასა და მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავებას. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და ინვესტიციების განხორციელება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს მათ, დაიწყონ საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, განახორციელონ კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და გახდნენ საერთაშორისო კომპანიების აქციების მფლობელები. დღეს საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულს 27 000-ამდე ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

„ინფორმაციისთვის, კამპანიის პირობა არ ვრცელდება Penny Stock-ით ვაჭრობისას, გარდა SOLO/WM კლიენტებისა, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ანგარიშთა პაკეტი. მათთვის საინვესტიციო მოდულით სარგებლობისას დაწესებული 3 უფასო ოპერაციის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობის შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს.

ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო