„საქართველოს ბანკისა“ და Wolt-ის პარტნიორობის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლები Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ

„საქართველოს ბანკი“ Wolt-თან პარტნიორობის ფარგლებში, იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ, Wolt Drive-ის სერვისით სარგებლობის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, Wolt Drive „საქართველოს ბანკისა“ და Wolt-ის პარტნიორობით შექმნილი B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს მომხმარებლისთვის შეკვეთის მიტანა 30 წუთში შეუძლია. Wolt-ის ამ სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს, ასევე ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით.

ინფორმაციის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ სპეციალური შეთავაზება პირველი სამი თვის განმავლობაში Wolt Drive-ის მეშვეობით გაგზავნილი პირველი 30 შეკვეთის უფასო მიტანას, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში კი 15%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს Wolt Drive API ინტეგრაციის თანადაფინანსებასაც სთავაზობს, რომელიც კვირის განმავლობაში შესრულებული შეკვეთების ოდენობის მიხედვით განსხვავდება. თანამშრომლობის მეორე კვარტლიდან კი ბიზნეს მომხმარებლები შეკვეთების რაოდენობის შესაბამისად, მიტანის საფასურზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ და შევთავაზოთ Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობები. „საქართველოს ბანკი“ წლებია მხარს უჭერს ბიზნესის გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა. ეს ყოველივე ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებს. Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი მომხმარებლისთვის შეკვეთის ადგილზე მიტანას 30 წუთში შეძლებს, მათ შორის ის მცირე მეწარმეებიც, რომლებსაც საკუთარი ონლაინ პლატფორმა არ აქვთ და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუკის საშუალებით ახორციელებენ,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა.

Wolt-ის გენერალური მენეჯერის, სერგი მარღანიას თქმით, დღეს ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული სწრაფ და მოხერხებულ მიტანის სერვისზე.

„თუმცა, საკუთარი მიწოდების სერვისის შექმნა, არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. სწორედ, ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive, რომელსაც ლოკალურად უკვე მრავალი კომპანია იყენებს. Wolt Drive საშუალებას აძლევს ბიზნესს კონცენტრირდეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე, რადგან შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt-ი საკუთარ თავზე იღებს“, - განაცხადა Wolt-ის გენერალურმა მენეჯერმა, სერგი მარღანიამ.

„გარდა მიტანის უსწრაფესი სერვისისა, მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive იძლევა შეკვეთის რეალურ დროში თვალყურის დევნების საშუალებას, როგორც მომხმარებლის, ისე სავაჭრო ობიექტისთვის. Wolt Drive ასევე იძლევა ინტეგრაციის შესაძლებლობას ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა WooCommerce და Shopify. Wolt Drive საქართველოს ცხრა ქალაქშია ხელმისაწვდომი, ესენია: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა დატოვოთ განაცხადი, მეტი ინფორმაციისთვის კი - ეწვიეთ ბმულს.“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი