რელიგიის სააგენტოს არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩი ეწვია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალნუაიმის შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ გაერთიანებული საემიროების ელჩს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობები გააცნო ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმებისა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების შესახებ. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაერთიანებული საემიროების ელჩმა სურვილი გამოთქვა, რომ ეს დღე რელიგიის სააგენტოსთან ერთად, საგანგებო ღონისძიებით აღნიშნონ.

სტუმარმა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ რელიგიის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო