მიხეილ სააკაშვილი - რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? - პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ გადაყლაპავს

რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? - პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის

ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ გადაყლაპავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა “უკრაინსკაი პრავდაში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

“საქართველოში ვარდების რევოლუციისა და უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ პუტინმა სასიკვდილო საფრთხე იგრძნო. იუშჩენკო მოწამლა და თავისი ჯარის მობილიზება მოახდინა…

რუსული სამხედრო მანქანის შემდეგი შემადგენელი ნაწილი მეხუთე კოლონაა - რომლებიც მედვედჩუკისა და ივანიშვილის, შორისა და პლახოტნიუკის მსგავს ადამიანებს მოიცავს. მათი მიზანია, რუსული და ადგილზე მოპარული ფულის გამოყენებით ძალაუფლება დაიკავონ. საქართველოში ივანიშვილის წყალობით მათ ეს გამოუვიდათ…

სწორედ ეს მეხუთე კოლონა ადანაშაულებდა საქართველოს 2008 წელს რუსეთის პროვოცირებაში და უკრაინას იმაში, რომ მან თავად გამოიწვია ყირიმი და მაიდანი 2014 წელს…

რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? მოხდება ის, რომ ერთ-ორ წელიწადში ის [უკრაინა] აუცილებლად დაეცემა, და პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას ის უბრალოდ, ამის მსვლელობისას, გადაყლაპავს, პრაქტიკულად რამე მნიშვნელოვანი ძალდატანების გარეშე”, - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა