თამარ კორძაია მიუნხენში პრემიერის ჩარტერული რეისით გამგზავრებაზე - ეს ფრენა ღარიბაშვილს ნამდვილად ძალიან ძვირი დაუჯდება

ერთადერთი წითელი ხაზი, სადაც ევროპელები ზედმეტ შეკითხვებს არ სვამენ, დასაბუთებული კორუფციაა და არავის არ ინდობენ კორუმპირებულებს ხელისუფლებებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის დაწყება იქნება თუ არა ხელშემშლელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რადგან აღნიშნული პროცესი ქვეყანაში პოლარიზაციას გააღრმავებს.

გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ თამარ კორძაია გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებასაც, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

„ჩვენ არაფერზე არ გვაქვს პასუხები. ოთხი დღის შემდეგ რომ ახსენდებათ, რომ მამამ გადაიხადა, ცოტა არადამაჯერებელია. ეს ფრენა ღარიბაშვილს ნამდვილად ძალიან ძვირი დაუჯდება.

ღარიბაშვილს თვითმფრინავი პირადი საკუთრება ჰგონია და აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გვყავს ამ ქვეყანაში, ვისაც ეს ქვეყანა თავისი ბოსტანი თუ სამფლობელო ჰგონიათ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიას თქმით, „ქართული ოცნება“ თავს ისევ წინა ხელისუფლების დანაშაულების გახსენებით იმართლებს, მაგრამ ეს მათ არ ამართლებთ.

„მთელი ამათი თავდაცვა ისევ და ისევ აგებულია 12 წლის წინანდელ, 9 წელზე. სააკაშვილი დღეს არ არის ხელისუფლებაში, მათ ჰყავთ პატიმრობაში და წამებაში, დავანებოთ სააკაშვილს თავი. ეს ერთი და მეორე, სააკაშვილი არ გამოუჭერიათ თვითმფრინავის ასე ზევით-ქვევით ტარებაში და შვილების გადაფრენა-გადმოფრენაში. გასაგებია რაც გააკეთა, პასუხს აგებს, პირად პატიმრობაშია, მძევლად ჰყავთ, მაგრამ ეს ამართლებს იმას, რომ თვითონ ეს გააკეთონ? სამართლებრივ პასუხს ვეტყვი, არა, არსებობს თანასწორობა უკანონობაში, ყველამ უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც", - განაცხადა ჩუბინიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ