ავთანდილ წულაძე - აშშ-სა და ინდოეთის ერთობლივი პროექტით აშშ ჩინეთის გარშემო ქმნის მოკავშირეების რგოლს, ჩინეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში როგორც მოკავშირეები მოქმედებენ

ინდოეთში გამართულ G 20 -ის შედეგებზე, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს მისი შედეგები საქართველოზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე და სამხრეთ კავკასიაზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და პოლიტტექნოლოგს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, ინდოეთში დასრულდა G20-ის სამიტი და მის შედეგებზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.

სამწუხაროდ, ამ სამიტის შედეგებზე ჩვენთან ნაკლებად საუბრობენ, შესაძლოა, იმის გამო, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნის ჩინეთის პრეზიდენტს მასში მონაწილეობა არ მიუღია. ჩინეთის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით ინდოეთში დასრულებული G 20 -ის სამიტის შედეგებს?

- ინდოეთში დასრულებული G 20 -ის სამიტის მთავარი შედეგი ეკონომიკურია, რადგან ამ სამიტზე აშშ-მ ჩინეთის პროექტის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ საპირწონედ წარმოადგინა ალტერნატიული პროექტი. ამ სამიტზე დელიში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმიტომ არ ჩავიდა რომ მან წინასწარ იცოდა, რომ აშშ სამიტზე აშშ-ს პროექტი ჩინეთის ალტერნატიულ ინიციატივაა, რომელსაც პეკინი ანტიჩინურ პროექტად მიიჩნევს.

G 20 -ის სამიტზე დასავლეთისა და ინდოეთის ერთობლივი პროექტის მიღება ორ გლობალურ სატრანსპორტო პროექტებს შორის კონკურენციის ოფიციალური დასაწყისია. ორივე მხარე შეეცდება უპირატესობის მიღწევას.

G20-ის სამიტზე დასავლეთისა და ინდოეთის ერთობლივი პროექტის მიღება ორ გლობალურ სატრანსპორტო პროექტებს შორის კონკურენციის ოფიციალური დასაწყისია. ორივე მხარე შეეცდება უპირატესობის მიღწევას

ამ პროექტის განხორციელების დაწყებას დიდი გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება. დასავლეთსა და ინდოეთს უნდათ შეაჩერონ მსოფლიოში ჩინეთის ექსპანსია და ეკონომიკის განვითარების ცენტრი გადაიტანონ ინდოეთისკენ და სამხრეთ აღმოსავლეთის აზიისკენ. მომავალ წლებში ინდოეთი გახდება მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი.

დასავლეთსა და ინდოეთს უნდათ შეაჩერონ მსოფლიოში ჩინეთის ექსპანსია და ეკონომიკის განვითარების ცენტრი გადაიტანონ ინდოეთისკენ და სამხრეთ აღმოსავლეთის აზიისკენ. მომავალ წლებში ინდოეთი გახდება მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი

დელიში სამიტის დასრულების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი ჩავიდა ვიეტნამში, სადაც აშშ-სა და ვიეტნამს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ თემაზე აშშ-სა და ვიეტნამს შორის დიდი ხანი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები ვიეტნამში ბაიდენის წარმატებული ვიზიტით დასრულდა.

ფაქტობრივად, აშშ-სა და ინდოეთის ერთობლივი პროექტით აშშ ჩინეთის გარშემო ქმნის მოკავშირეების რგოლს, რითაც გზა ეჭრება ჩინურ პროექტს. იაპონია ტრადიციულად აშშ-ს მოკავშირეა. აშშ-ს აქტიური მონაწილეობით იაპონია და სამხრეთ კორეა შერიგდნენ, რასაც ამერიკული პროექტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც გითხარით, ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ვიეტნამი. ინდონეზია და ფილიპინები ძალიან შეშფოთებული არიან ჩინეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკით. ამ ქვეყნებს G 20 -ზეც ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი.

ბაიდენის მიზანია ჩინეთის ირგვლივ შექმნას სტრატეგიული მოკავშირეების გლობალური ალიანსები. ამით განსხვავდება ბაიდენის საგარეო პოლიტიკა ტრამპის პოლიტიკისაგან, რომელიც აცხადებდა - ამერიკა ამერიკელებისთვის, არ გვაინტერესებს არც ევროპის და არც სხვისი პოზიცია და არ აპირებდა საერთაშორისო საკითხებში აქტიურად ჩარევას. ტრამპი ჩინეთს ერთი ერთზე ებრძოდა.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ბაიდენმა ჩინეთის წინააღმდეგ გლობალური ალიანსების შესაქმნელად კარგი დრო შეარჩია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩინურ ეკონომიკაში ეკონომიკური კრიზისია დაწყებული და ამ პროექტის განხორციელება ჩინეთში ეკონომიკურ კრიზის კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის დასუსტების სტრატეგიის განხორციელებას.

ბაიდენმა ჩინეთის წინააღმდეგ გლობალური ალიანსების შესაქმნელად კარგი დრო შეარჩია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩინურ ეკონომიკაში ეკონომიკური კრიზისია დაწყებული და ამ პროექტის განხორციელება ჩინეთში ეკონომიკურ კრიზის კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის დასუსტების სტრატეგიის განხორციელებას

- გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ევროპასთან და ამერიკასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის თანხებს აშშ გაიღებს.

მესმის, რომ დელიში ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, ამ პროექტით გათვალისწინებული გზები საქართველოზე გავლას ითვალისწინებს თუ არა?

- დიახ, ინდოეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ევროპასთან და ამერიკასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის თანხებს ნაწილობრივ აშშ გაიღებს.

საქართველო ახლა ჩინეთის პროექტში მონაწილეობს. ჩინური „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ გადის სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოს გავლით შავ ზღვაზე და შემდეგ ევროპაში.

რაც შეეხება ამერიკულ ახალ პროექტთან საქართველოს შეერთებას, აქ პრობლემა თურქეთია. საქმე ისაა, რომ ამ ამერიკულ და დასავლურ პროექტში თურქეთი არ ჩაურთავთ, რადგან ანკარასთან მოლაპარაკება არ დასრულებულა. თუ მომავალში ამ პროექტში თურქეთი ჩაერთვება, ეს გეოპოლიტიკურად ლოგიკურიც იქნებოდა, მაშინ ამ პროექტში საქართველო ავტომატურად ჩაერთვება.

ამერიკულ ახალ პროექტთან საქართველოს შეერთებას, აქ პრობლემა თურქეთია. საქმე იმაშია, რომ ამ ამერიკულ და დასავლურ პროექტში თურქეთი არ ჩაურთავთ, რადგან ანკარასთან მოლაპარაკება არ დასრულებულა. თუ მომავალში ამ პროექტში თურქეთი ჩაერთვება, ეს გეოპოლიტიკურად ლოგიკურიც იქნებოდა, მაშინ ამ პროექტში საქართველო ავტომატურად შევა

- ამ ზაფხულში ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მიესალმება თუ ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს ანაკლიის პორტისა და ვაზიანთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გვამცნო, რომ ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეეძლებათ ჩამოსვლა.

ამის გამო ხომ არ ვართ აცდენილი აშშ მიერ ინიციირებულ ახალ გლობალურ ეკონომიკურ პროექტს?

- ამერიკულ და დასავლურ პროექტს ჰქვია „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“. რადგან დე-ფაქტო საქართველო ჩართულია ჩინეთის ინფრასტრუქტურულ პროექტში, ახალ პროექტში თეორიულადაც არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, პოლიტიკა შესაძლებლობის გამოყენების ხელოვნებაა და საქართველო იმას იყენებს, რისი გამოყენებაც ახლა შეუძლია.

დე-ფაქტო საქართველო ჩართულია ჩინეთის ინფრასტრუქტურულ პროექტში, ახალ პროექტში თეორიულადაც არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, პოლიტიკა შესაძლებლობის გამოყენების ხელოვნებაა და საქართველო იმას იყენებს, რისი გამოყენებაც ახლა შეუძლია

რაც შეეხება ჩინელებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. ჩინეთი მილიარდ ნახევრიანი ქვეყანაა, საქართველო პატარა ქვეყანაა. საქართველოში დიდი რაოდენობით ჩინეთის მოქალაქეების გამოჩენამ, შესაძლოა, საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს.

ჩინელებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა

- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანას, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემები აქვს, ჯერ საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე. ოფიციალური მონაცემებით, 100 ათასზე მეტ რუსეთის მოქალაქეს აქვს მიღებული საქართველოში ბინადრობის უფლება.

თუ ამდენივე ჩინელი დაგვემატა, საკმაოდ მძიმე სურათს მივიღებთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობაში არავის უფიქრია? თქვენი აზრით, რა ხდება და რატომ?

- წინასწარ ძნელია თქმა, რომელი ქვეყნიდან ვინ და რამდენი მოქალაქე შემოვა, მაგრამ გადაწყვეტილება რომ აშკარად ნაჩქარევად იყო მიღებული, ცხადია. უვიზო რეჟიმი ჩინეთს უფრო სჭირდება ვიდრე საქართველოს.

მიგრანტთა რაოდენობის ზრდა საქართველოს არა მარტო დემოგრაფიულ პრობლემას დაარტყამს, არამედ გააჩენს ეკონომიკურ პრობლემებს. რადგან ფასები გაიზრდება, რაც ტვირთად მოსახლეობას დააწვება.

მიგრანტთა რაოდენობის ზრდა საქართველოს არა მარტო დემოგრაფიულ პრობლემას დაარტყამს, არამედ გააჩენს ეკონომიკურ პრობლემებს. რადგან ფასები გაიზრდება, რაც ტვირთად მოსახლეობას დააწვება

ფასები გაიზრდება არა მხოლოდ სამომხმარებლო კალათის პროდუქტებზე, არამედ აისახება სხვა სფეროებზეც, მშენებლობაზე და უძრავი ქონების ფასებზე. რუსეთის მოქალაქეების შემოდინების შედეგად ფასები უძრავ ქონებაზე 2,5-3 ჯერ გაიზარდა. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც საქართველოა, მიგრანტების დიდ ტალღებსა და ნაკადებს ვერ გაუძლებს.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობების ისე გაღრმავება, როგორც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვარაუდობს, რამდენად წაადგება იმას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს?

- საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც G -20-ის სამიტზე იქნა მიღებული, ამ თემებზე მოლაპარაკებები 2021 წელს დაიწყო. პეკინში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამერიკული პროექტი, ჩინურის ალტერნატიული პროექტი მზადდება.

ამის გამო გახდა ჩინეთი სტრატეგიულად დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის რეგიონით, კერძოდ, საქართველოთი და მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. რადგან, კონკურენცია გაზრდილია, ჩინელებს ეჩქარებათ და ცხადია, რომ მათ საქართველო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ახლა ცდილობს გამოიყენოს თავის ინტერესებში. მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველო ფოკუსშია მოხვედრილი.

გადაწყვეტილებები, რომელიც G -20-ის სამიტზე იქნა მიღებული, ამ თემებზე მოლაპარაკებები 2021 წელს დაიწყო. პეკინში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამერიკული პროექტი, ჩინურის ალტერნატიული პროექტი მზადდება. ამის გამო გახდა ჩინეთი სტრატეგიულად დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის რეგიონით, კერძოდ, საქართველოთი და მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით

რაც შეეხება დასავლეთს, მას შემდეგ, რაც დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მოგვარდება, ამის შემდეგ მოხვდება საქართველო დასავლეთის ფოკუსში.

- საქართველო კი ცდილობს თავის ინტერესებში გამოიყენოს რუსეთი, ფაქტია, რომ საქართველოს არა აქვს იმის და შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ჩინეთმა გამოიყენოს საქართველო?

- რა თქმა უნდა, ჩინეთი გამოიყენებს საქართველოს, მაგრამ, საქართველო ცდილობს მაქსიმალური მოგება ნახოს შექმნილი სიტუაციიდან.

- მაქსიმალური მოგება შეიძლება იყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანში აეროპორტის აშენება?

- ანაკლიის პორტისა და ვაზიანის აეროპორტის აშენების თემები ეკონომიკური საკითხებია და ჯერჯერობით, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასე იმიტომ, რომ ჩემი აზრით, აშშ და ევროკავშირი ჩინეთს საქართველოში ანაკლიის პორტისა და სხვა დიდი პროექტების განხორციელებაში წინააღმდეგობას გაუწევენ.

აშშ და ევროკავშირი ჩინეთს საქართველოში ანაკლიის პორტისა და სხვა დიდი პროექტების განხორციელებაში წინააღმდეგობას გაუწევენ

- ამას ხომ არ უკავშირდება ის, რომ საქართველოს ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით ან შთამბეჭდავად აშკარად არ გამოიყურება, ან როგორც მინიმუმ, გაუგებარია?

- საქართველოში მთელი მისი ისტორიის მანძილზე ბევრი იმპერია შემოსულა, მაგრამ, ახლა არც ერთის ქვეშ არა ვართ. საქართველოს თავი იმით გაჰქონდა, რომ დიდი ქვეყნების ინტერესებს აბალანსებდა. ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაბალანსდეს ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობით.

ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაბალანსდეს ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობით

- იმ ვითარებაში, როცა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი ცვლილებებია მომხდარი, ეს შესაძლებელია?

- დიახ, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ახლა ძალიან რთულია. ასეა იმიტომ, რომ საქართველოს საზღვარი აქვს რუსეთთან.

ამის გამო საქართველოს არ შეუძლია მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. საქართველო ნატოში არ შედის და ასე ცდილობს აირიდოს პრობლემები რუსეთთან.

საქართველო ნატოში არ შედის და ასე ცდილობს აირიდოს პრობლემები რუსეთთან

- გასაგებია, რომ რუსეთი მზარდი ეკონომიკის დიდი ქვეყანაა, მას საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ, ჩინეთი და რუსეთი მმართველობის ფორმით, ასევე იდეოლოგიურადაც კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ორი ქვეყანას შორის საკმაოდ მაღალია თანამშრომლობისა და კოორდინაციის დონე. ამას წინათ მათ ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნებიც კი ჩაატარეს წყნარ ოკეანეში.

უკრაინასთან ომის პირობებში ბევრი ამბობს, რომ ახლა მოსკოვი დაქვემდებარებულია პეკინს, მაგრამ, ჩინეთშიც არა მარტო ესმით, იციან თუ რა დამოკიდებულება აქვს კრემლს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ.

როდესაც საქართველო იმ ტიპის ურთიერთობებში შედის ჩინეთთან, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ეს ხომ არ ნიშნავს იმასაც, რომ სამხრეთ კავკასია და საქართველო ნაწილობრივ თუ არა, ირიბად მაინც ხვდება რუსეთის გავლენის ქვეშ?

- ჩემი აზრით, ჩინეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში როგორც მოკავშირეები მოქმედებენ. მათი მიზანია ერთობლივი ძალებით გაუწიონ წინააღმდეგობა დასავლეთს.

ის, რაც ახლა სომხეთში ხდება რუსეთისთვის დიდი მოულოდნელობაა. სხვათა შორის, სომხეთში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, სტრატეგიულად შეცვალოს ვითარება. ვიმეორებ, სომხეთის აშკარად გამოკვეთილი პროდასავლური და პროამერიკული საგარეო პოლიტიკა ცვლის სომხეთში და სამხრეთ კავკასიაში სიტუაციას. და რადგან ასეა, ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩინეთი და რუსეთი დუეტად იქნებიან წარმოდგენილი და შეთანხმებულად იმოქმედებენ.

სამხრეთ კავკასიაში ჩინეთი და რუსეთი დუეტად იქნებიან წარმოდგენილი და შეთანხმებულად იმოქმედებენ

- და ეს ხდება ვითარებაში, როცა წლის ბოლოს საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ასეთ ფონზე რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველო შეინარჩუნებს ევროპულ პერსპექტივას?

- დღეისათვის ჩამოყალიბებული ვითარება ურთულესია. საქართველო ასეთ რთულ სიტუაციაში ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. ამიტომ სჭირდება საქართველოს მანევრირების ხელოვნების მაღალი დონის გამოვლენა.

რასაც ვადევნებ თვალს, ჩემი აზრით, საქართველოს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილებები როგორ შეიძლება გაუმკლავდეს დღეისათვის არსებულ გამოწვევებს.

ვითარებაში, როცა დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება ძლიერდება, დასავლეთსა და ჩინეთსა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვა სულ უფრო რთული იქნება

მხედველობაში მაქვს ისეთი გადაწყვეტილებები, რომ რუსეთი და ჩინეთი არ გაანაწყენო და თან დასავლეთთან შეინარჩუნო ურთიერთობები. ვითარებაში, როცა დასავლეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება ძლიერდება, დასავლეთსა და ჩინეთსა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვა სულ უფრო რთული იქნება.

წინა საუკუნეებში რომ ვითარება იყო, ვგულისხმობ ოსმალეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის დაპირისპირებას საქართველოსთვის, სწორედ ისეთი ვითარებაა ჩამოყალიბებული. საქართველო ან ერთის მხარეს უნდა იყოს, ან მეორის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო