„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით კახეთში „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალი გაიმართება

თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, კახეთი „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს მეშვიდედ მასპინძლობს.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა იტალიაა.

„14 ოქტომბერს წინანდლის მამულში გამართული „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება:

13:00|ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.

14:00 -17:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა „სალთ პინათს შოუს“, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი https://youtu.be/rvlX1T6lQ5A.

14:00 -17:00 | ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო, მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

15:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.

19:00|სადღესასწაულო განწყობა, ბოლრუმში, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება https://youtu.be/lYLBTT5wL5o,

21:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო'ჰორაიზონსი წარდგება https://youtu.be/uQagyRGUYYE

ფესტივალის ტრადიციული წარმდგენია „თიბისი კონცეპტი“, ოფიციალური სპონსორია „ვიზა“.

მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იტალიის საელჩო.

მასპინძელი სასტუმროები: „რედისონ ქოლექშენი“ და „პარკ ჰოტელ წინანდალი“.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი „ჰოუმლენდ ოფ ვაინ მაგაზინ“, რადიო ფორტუნა, Marketer.ge.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge

„თიბისი კონცეპტის“ ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. „თიბისი კონცეპტის“ ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. „თიბისის“ Visa ბარათებზე ვრცელდება 15% ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება „თიბისი“ ერთგულის ბარათებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით