სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკს სტუმრობდა

სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ანაკლიის ბანაკში 250-მდე ახალგაზრდას შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანმა ახალგაზრდების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების მნიშვნელობის განმარტებას.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ახალგაზრდებთან ინტენსიური კომუნიკაციისა და ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისთვის მინიჭებული როლის გათვალისწინებით, თეა ახვლედიანმა ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი. საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა ბანაკის მონაწილე 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ამჯერად ანაკლიის ბანაკში შევხვდით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილ ახალგაზრდებს, რომელთაც დეტალურად გავაცანით როგორც ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და ინტეგრაციის პრიორიტეტები, ასევე სამშვიდობო პროცესი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივებით. შედგა ძალიან აქტიური დისკუსია, ახალგაზრდებმა გამოხატეს დიდი ინტერესი ორივე მიმართულებით, რაც იყო ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი რეგულარული ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გაცხადებული პრიორიტეტია, რომ ხელი შევუწყოთ არსებული შესაძლებლობებისა და აქტუალური საკითხების თაობაზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდასა და როლის გაძლიერებას," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის