ანა ბუჩუკური - პრემიერს აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, ღარიბაშვილი არათუ თანამდებობიდანაა გადასაყენებელი, დასაჭერია

იმ ფონზე, რა რეაქციაც მოჰყვა პრემიერის ჩარტერს, მას აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, საიდან არის ამხელა თანხა მისი მშობლის ხელში - კორუფციის დადასტურების შემთხვევაში, არათუ თანამდებობიდან არის გადასაყენებელი ღარიბაშვილი, არამედ, დასაჭერია!- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა მათ მიმართული აქვთ პროკურატურისთვის, თუმცა, რაიმე რეაგირების შესახებ დღემდე არაფერი სმენიათ.

ამასთან, ბუჩუკური აცხადებს, რომ პარლამენტში წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად აუცილებელია გაფართოვდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ახლო ნათესავების წრე, რომელთაც ვალდებულება ექნებათ, დაადეკლარირონ, ანუ დაასაბუთონ საკუთარი ქონება და მისი წარმომავლობა.

„სანამ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ამ ოფიციალურ ვერსიას შემოგვთავაზებდნენ ვხუმრობდით, რომ ნებისმიერი ვერსია არის ძალიან დამაზიანებელი, კარგი ვერსია უბრალოდ არ არსებობს. თუ სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელდა პრობლემაა, თუ პირადი ხარჯით ესეც პრობლემაა, რადგან ისმის კითხვა - საიდან ეს თანხა?!"- განაცხადა ბუჩუკურმა.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი