აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამაშველო სამსახურის ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო კურსი ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) პარტნიორობით, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამაშველო სამსახურის ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო კურსი ჩაუტარეს.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ წვრთნებს.

„კურსის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველებმა თოკზე მუშაობის, სიმაღლიდან დაშვების, დაზარალებულის უძრავად შეკვრისა და სხვა სამთო-სამაშველო სავარჯიშოები გაიარეს. სწავლების დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ამერიკული მხარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის 34 000 აშშ დოლარის ღირებულების სამთო აღჭურვილობას შეისყიდის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს