„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სამი უახლესი მოდელის ექსკლუზიურ ფასად შეძენა, პროდუქტ TOYOTA EASY-ის მეშვეობით, სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ტოიოტას სამი უახლესი მოდელის შეძენას მომხმარებელი მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია, ექსკლუზიურ ფასად შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ტოიოტასა და „თიბისი ლიზინგის“ პარტნიორობით შექმნილი სალიზინგო პროდუქტებით - TOYOTA EASY და TOYOTA EASY FLEX - ისარგებლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ორივე სალიზინგო პროდუქტი იმდენად კომფორტულია, რომ მარტივად ერგება ნებისმიერი მსურველის მოთხოვნებს და შესაძლებლობას უქმნის მათ, ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ ახალი თაობის ისეთი მოთხოვნადი მოდელები, როგორიცაა: TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY და TOYOTA YARIS CROSS-ი.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განმარტებით, TOYOTA EASY-ი განსხვავებული საოპერაციო სალიზინგო პროდუქტია, რომელიც სპეციალურად მომხმარებლისთვის შეიქმნა. მისი თქმით, TOYOTA EASY-ის მოქნილი და ხელსაყრელი პირობები საგრძნობლად ამარტივებს, როგორც ავტომობილის შეძენის, ისე საპროცენტო განაკვეთის დაფარვის პროცესსაც.

„მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სექტემბრის ბოლომდე ახალი თაობის TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY ან TOYOTA YARIS CROSS-ი ექსკლუზიურ ფასად, სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ამ მიზნით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მსურველებს უმარტივეს და ძალიან ხელსაყრელ გზას სთავაზობს. საუბარია სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტებზე, რომელთა მეშვეობით მომხმარებელი ერთდროულად მიიღებს, როგორც ექსკლუზიურ ფასს სასურველი ავტომობილის შეძენისას, ასევე, გამარტივებულ და მოქნილ სალიზინგო ოპერაციებსაც. ფინანსური სალიზინგო პროდუქტის - TOYOTA EASY Flex-ით სარგებლობის პერიოდი 12-დან 60 თვემდეა, ხოლო ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი კი 0%-ია. რაც მთავარია, ამ სალიზინგო პროდუქტით მოსარგებლე მომხმარებელი, ყოველთვიურად, დაბალ საპროცენტო განაკვეთს ფარავს და საგარანტიო პირობებით დაცულ ავტომობილს მართავს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს შეუძლია კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, თუ არჩევანს მეორე ტიპის საოპერაციო სალიზინგო პროდუქტზე - TOYOTA EASY-ზე შეაჩერებს.

„TOYOTA EASY-ით სარგებლობის პერიოდი, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, 12-დან 72 თვემდეა. ეს პროდუქტი დამატებით, თრეიდ-ინ ფუნქციასაც და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებასაც ითვალისწინებს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სურვილის მიხედვით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს: პირველი - განაახლოს ვადაგასული კონტრაქტი და გააგრძელოს სალიზინგო პროდუქტის პირობებით სარგებლობა; მეორე - გამოისყიდოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება და მესამე - დააბრუნოს ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი