ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს შოვში დაზარალებულების სია და არ იციან, ვის რა ინდივიდუალური საჭიროება აქვს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას, დეპუტატის მიერ გაგზავნილ კონკრეტულ შეკითხვეაზე, თუ რას აპირებს სახელწმიფო შოვში დაზარალებულებისთვის სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. როგორც დეპუტატი წერს უწყებას ამ დრომდე არ აქვს ოფიციალური სია შოვის მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანების და ცხადია, არც ის აქვთ შესწავლილი - ვის რა ინდივიდუალური საჭიროება აქვს სამედიცინო თუ სოციალური კუთხით.

„ასეთი გულისხმიერი, სწრაფი და ეფექტიანია სახელმწიფო შოვში გადარჩენილების მიმართ! რომ დასცინა და ეჭვქვეშ დააყენა მათი ბრძოლა გადარჩენისთვის, ეს ყველამ ვნახეთ. მას შემდეგ, რაც ვუსმინე დაზარალებულებს და მივხვდი, რომ სახელმწიფო არც კი ფიქრობდა, რამე გაეკეთებინა მათთვის, ოფიციალურად მივწერე და დავსვი ეს საკითხი ა.წ. 22 აგვისტოს. რას აპირებთ მათი სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? - ეს იყო ჩემი კითხვა. ცოტა შეფხიზლდნენ, როგორც ჩანს, და ა.წ. 30 აგვისტოს გამოსცეს აქტი (ცვლილება), რომლითაც განისაზღვრა ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია მათთვის, სახელმწიფოს ხარჯზე.

მაგრამ! გაგიკვირდებათ და ამ დრომდე შოვის მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანების ოფიციალური სია არ აქვთ და ცხადია, არც ის აქვთ შესწავლილი - ვის რა ინდივიდუალური საჭიროება აქვს სამედიცინო თუ სოციალური კუთხით. იქნებ სხვა საჭიროება აქვს ამ ხალხს და არა ფსიქოლოგის? ან სხვა რამე სჭირდებათ სამედიცინო (მაგ. თერაპევტი) თუ სხვა კუთხით?

მხოლოდ ჩემი წერილის შემდეგ გაახსენდათ თავისი ვალდებულება, 30-ში გამოსცეს აქტი და 12 სექტემბერს მწერენ, ჯერ დაზარალებულების სია არ გვაქვს და უწყებებიდან ველოდებითო. (სახელმწიფო უწყებებს შორის რა ხარისხის კომუნიკაცია და კოორდინაციაა, თავად განსაჯეთ)

ამასთან, საკითხზე არსად არავის სიტყვა არ უთქვამს საჯაროდ, არც ერთ თანამდებობის პირს და უწყებას არ მიუმართავს დაზარალებულებისთვის და არ უთქვამს, რომ მათ აქვთ უფლებები და სახელმწიფო მათ უფლებებს საჭიროებებს მიხედავს. რატომ ვჩქარობთ?! რატომ ვბრაზობთ?!

დაველოდოთ რა კიდევ რამდენიმე თვე, სანამ სტრესი და საჭიროებები არ გადაივლის და ამ ადამიანებს მარტო არ მოუწევთ მათთან გამკლავება.

იმაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ეს სერვისი რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ტერიტორიულად, განსაკუთრებით თბილისის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის (ფორმულირებას დააკვირდით).

არც იმას ვიტყვი, რომ პასუხის მოცემის ვადა დაარღვიეს, რატომ, ამას თავადაც მიხვდით უკვე.

პ.ს. ასეთია რეალობა. შოვზე ძიებას ვაგრძელებ“,- წერს ანა ნაცვლიშვილი.

ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა