პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რკინიგზის მატარებლებში საინფორმაციო ბროშურები და შემეცნებით-გასართობი გაზეთები განათავსა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზის მატარებლებში საინფორმაციო ბროშურები და შემეცნებით-გასართობი გაზეთები განათავსა.

ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ბროშურები მგზავრებს, სამსახურის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

„მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომზადებულ შემეცნებით-გასართობ გაზეთში სტატიებს, ქვიზებს, სკანვორდებს, კროსვროდებსა და სამსახურის კამპანიებს გაეცნონ.

მატარებლებში აღნიშნული საინფორმაციო მასალების განთავსება ქალაქ ბათუმში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ ოფისის უკავშირდება, რომელიც ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდის საქართველოს რკინიგზას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას