უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ დღემდე არცერთი უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ომბუდსმენის შეშვების შესახებ მოთხოვნა გააგზავნეს, თუმცა არცერთი ოფიციალური უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილმა უნდა შეძლოს კლინიკაში კვალიფიციური დახმარების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაციის სტადია უცვლელია. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ისევ იქ ვრჩებით, სადაც ვიყავით. არცერთი ოფიციალური უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მივმართავთ იმის შესახებ, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი უნდა იყოს. ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეძლოს კლინიკაში კვალიფიცირებული დახმარების მიღება",-განაცხადა შულგამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს