„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - პარლამენტარი შოთა ხაბარელი დეკლარაციაში 4 უძრავ ქონებასა და ბიზნესს არ უთითებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, პარლამენტარი შოთა ხაბარელი დეკლარაციაში 4 უძრავ ქონებასა და ბიზნესს არ უთითებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, შოთა ხაბარელმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობა.

„ხაბარელი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია და ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას. შოთა ხაბარელს ეკუთვნის 4 დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩანადირები: 2108 კვ.მ

ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძლევიჯვარი: 9465 კვ.მ

ქალაქი თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი: 61.11 კვ.მ ავტოფარეხი

ქალაქი თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი: 141 კვ.მ ბინა

ხაბარელთან ასევე დაკავშირებულია დაუდეკლარირებელი კომპანია:

შპს „ოლიმპი“ - წილი 33% (მართვის უფლებით გადაცემული აქვს მამუკა ხაბარელისთვის).

ეს კომპანია, თავის მხრივ, ფლობს კომპანიას შპს „ოლიმპი პლიუს“ (100%), რაც ასევე არ არის დეკლარირებული.

შოთა ხაბარელი, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში. ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წელს ხაბარელის დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს შოთა ხაბარელის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალურად იხილეთ ბმულზე: პარლამენტარი შოთა ხაბარელი დეკლარაციაში 4 უძრავ ქონებასა და ბიზნესს არ უთითებს

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში