იაგო ხვიჩია - ნატო სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! თუ ნატო-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ნატო-ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?!

ნატო სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! თუ ნატო-ს ბაზა მოგწონს და დაგიცავს, აშშ, რომელიც ნატო-ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?! - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ- ის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით, რომ "ვერავითარი ბაზა ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტი."

ხვიჩია მიიჩნევს, რომ მსგავსი მსჯელობა ლოგიკურად არასწორია.

„ნატო თუ იცავს უსაფრთხოებას, ის სამხედრო ბაზებისგან არ შედგება?! ნატო-ს ძალის ნახევარზე მეტი, თითქმის 2/3 აშშ-ს არის და თუ ნატო იცავს, ამ ბაზამ რა დააშავა. თუ ბაზით ვიცავთ საბოლოო ჯამში უსაფრთხოებას ნატოსი ეწერება თუ აშშ-ს, რა მნიშვნელობა აქვს?!

არ ვიცი, რამეს გვთავაზობდნენ თუ არა ამ თვალსაზრისით და რამდენად სერიოზული იყო ეს საუბარი. მე გითხარით ჩემი მოსაზრება და ლოგიკური უსწორობა ამ მსჯელობაში - თუ ნატოს ბაზა მოგწონს, კარგია და ფიქრობ, რომ დაგიცავს, აშშ, რომელიც ნატო- ს მთავარი დონორია, რატომ არ იქნება იგივეს გამკეთებელი?!"- განაცხადა ხვიჩიამ.

„არავითარი ბაზა ზოგადად არ არის უსაფრთხოების გარანტია", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რატომ უთხრა უარი 2 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნაზე. აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო, სასაცილოა, რაც ამ საკითხს არასერიოზულს ხდის. იქვე კობახიძე დასძენს, რომ ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო