გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილმა „ოლიგარქიული გაბლატავება“ ხალხისგან ნაძარცვი ფულით დაიფინანსა

„ოლიგარქიული გაბლატავება” დაიფინანსა ღარიბაშვილმა ხალხისგან ნაძარცვი ფულით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ ფრენასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ატყობს, „ღარიბაშვილი ახალ წელს გამოვა და გვეტყვის - გილოცავთ მე აღარ ვარ პრემიერი“.

ანზორ ჩუბინიძემ მოიტყუა, რომ პენსიონერმა მამამ საპენსიო სესხით გადაუხადა ეს ფული, მეორე დიდი ტყუილია ის ფასი, რომელიც წარმოადგინა - 34 ათასი ევრო. ნებისმიერი თქვენგანი ინტერნეტში შედით და შეგიძლიათ ნახოთ - ამ ტიპის ფრენის ფასი საათში 15 ათასი დოლარიდან იწყება, 4 საათი და 20 წუთი სჭირდება ფრენას მიუნხენამდე, მეტობის დროით უნდა აიღო ასეთ დროს - 5 საათს იღებ. 5 საათი აქედან, 5 - იქიდან, აბა, დათვალეთ რამდენია - 150 ათასი დოლარი, ლარებში რომ გადაიყვანოთ 390 ათასი ლარია. ამიტომ ეს არის ორმაგი ტყუილი, არაფერი ფული მას არ აქვს, ეს არის ნაძარცვი ფული, რომლითაც ღარიბაშვილმა დაიფინანსა „ოლიგარქიული გაბლატავება“, ასე დავარქვათ, „ოლიგარქიული გაბლატავება“ დაიფინანსა ღარიბაშვილმა ხალხისგან ნაძარცვი ფულით”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო