გიორგი ვაშაძე - მინდა დავადასტურო ინფორმაცია ამერიკული მხარის სურვილის შესახებ, რომ საქართველოს დახმარებოდა თანამედროვე შეიარაღებით და სამხედრო ბაზებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ადასტურებს ინფორმაციას ამერიკული მხარის სურვილის შესახებ, რომ საქართველოს დახმარებოდა თანამედროვე შეიარაღებით და სამხედრო ბაზებით. ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ ამ შეთავაზებამ ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში გაიჟღერა და შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, განმეორებით მოხდა ამ შეთავაზებების გაკეთება აშშ-ის მხრიდან ქართული მხარისთვის. ვაშაძის ინფორმაციით, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის პარალელურად საუბარი იყო, საქართველოსთვის „ჰაიმარსების“, „აბრაამსის“ ტანკებისა და „პეტრიოტის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემაზე.

„გუშინ „მთავარ არხზე“ გავიდა ინფორმაცია ამერიკული მხარის სურვილის შესახებ, რომ საქართველოს დახმარებოდა თანამედროვე შეიარაღებით და სამხედრო ბაზებით. მე ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო ეს ინფორმაცია, რომ ის შეესაბამება სიმართლეს. არაერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს, ჩვენ გვქონდა მინიშნებები ამ საკითხზე და მე გაგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს თანამედროვე შეიარაღება, ისეთი შეიარაღება, როგორიც არის „ჰაიმარსები“, „აბრაამსის“ ტანკები და „პეტრიოტის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და ამაზე „ქართული ოცნება“ რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, ამბობს უარს. დიახ, საქართველოს სჭირდება უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ამერიკის სამხედრო ბაზა, დიახ, საქართველოს სჭირდება თანამედროვე ტიპის შეიარაღება, გვჭირდება როგორც „აბრაამსის“ ტანკები, განსაკუთრებით „პეტრიოტის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და „ჰაიმარსები“. დიახ, საქართველოს სჭირდება თანამედროვე ტიპის ჯარი, რომელიც იქნება საქართველოსთვის მშვიდობის გარანტი. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის ინტერესში ეს არ შედის. სწორედ ამიტომ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა ამერიკულ მხარეს თავის დროზე და სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას დღემდე აგრძელებს „ქართული ოცნება“, პუტინის დავალების შესრულებას აგრძელებს. უფრო მეტიც, დღეს რა მდგომარეობაშიც არის თავდაცვის სისტემა, როგორი მიტოვებულიც არის ჯარისკაცი, როგორ მძიმე ვითარებაშიც არიან სამხედრო პირები, ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალება, რომ ბოლომდე ჩამოშალონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. თუ რამეა საქართველოს მშვიდობის გარანტი, ეს არის ძლიერი თავდაცვის სისტემა, აშშ, რომელსაც ჩვენი ნატო-ში წევრობამდე სურვილი აქვს, რომ მოგვეხმაროს, რომ ვერ გაბედოს ვერავინ საქართველოსთან ომის დაწყება, რომც გაიფიქროს. გაგახსენებთ ვილნიუსის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილს უთხრეს უარი ჩასვლაზე, სწორედ ამის გამო, რომ მან უარი, რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა თანამედროვე შეიარაღების მიღებაზე. ეს არ არის რიგითი საკითხი, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს ღარიბაშვილმაც და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემაც, რომელიც მულტიმილიარდერი გახდა ამასობაში, სანამ თავდაცვის სისტემას ძარცვავს. კითხვას ვსვამ და ვეუბნები, არის თუ არა ეს სიმართლე?! გამოდი და დაგვიდასტურე, რომ ამას არ ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ თქვენ უარი თქვით საქართველოსთვის საოცარი მნიშვნელობის შესაძლებლობაზე“,- განაცხადა ვაშაძემ.

ის ამასთან, გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო ბაზა ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტი და აღნიშნა, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც არის ამერიკის სამხედრო ბაზა და რომელსაც ვინმე სხვა ქვეყანა დაესხა თავს.

„ამერიკის სამხედრო ბაზა, ნატო-ში გაწევრიანებამდე, საქართველოს უსაფრთხოების გარანტია. შესაბამისად, კობახიძე, რუსული დავალებით, კვლავ ტყუილს ამბობს“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო