უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში კონსულტაციებისთვის იყო ჩამოსული - ველოდებით როდის დაბრუნდება უკან და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ოლექსანდრ შულგას განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში კონსულტაციებისთვის იყო ჩამოსული.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, უკრაინული მხარე ელოდება, თუ როდის დაბრუნდება დიპლომატი კიევში, რომ საქართველოს პოზიცია გააცნოს.

„დიპლომატიურ ფრონტზე სიტუაცია იგივე რჩება. ელჩი ჩამოსული იყო თბილისში კონსულტაციებისთვის. ველოდებით ამ კონსულტაციების შემდეგ როდის დაბრუნდება კიევში და გადასცემს კიევს ქართული მხარის პოზიციას და იმ საკითხების შესახებ ინფორმაციას, რომელიც წამოიჭრა", - განაცხადა შულგამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა