კახა კალაძე - სააკაშვილს როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა მედიასთან, ჰგონია სხვა ხელისუფლებაც იმავეს გააკეთებს

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, მოქმედი ხელისუფლება იმავეს იკადრებს, რასაც თავად სჩადიოდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს მოქმედი ხელისუფლება მედიის მიმართ რეპრესიებს გეგმავს.

კახა კალაძის თქმით, დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე და ამ ქვეყანაში მცხოვრებლებზე.

„ყველა ადამიანი ისე ფიქრობს, რისი გამკეთებელიც თავად არის. აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, რისი გამკეთებელიც იყო, ახლაც იმავეს ფიქრობს და საუბრობს. გვახსოვს, რით იყო დაკავებული - რეპრესიებით, განსხვავებული აზრის დევნით, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისა და მათ ოჯახებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობით. გვახსოვს, რამდენი ადამიანი იყო არაკანონიერად დაპატიმრებული და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მედიასთან. სააკაშვილი სწორედ იმას ფიქრობს, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს მკადრებლები არიან.

ეს არის მათი უბედურება და ვერ ხვდებიან, რომ დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებლებზე. ევროინტეგრაციის თვალსაზრისითაც, თუ რაიმე წარმატებას მიაღწია საქართველომ, ეს ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს და „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო