ახალი პროექტი „მდგრადი აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ იწყება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და მეწარმეობის შესაძლებლობების ზრდის პროგრამის (EDGE) მხარდაჭერით, ახალი 6-თვიანი პროექტი - „მდგრადი აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“ - დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი საქართველოსა და სომხეთში აგროტურიზმის მიმართულებით მომუშავე, 20 მცირე და საშუალო მეწარმის იდენტიფიცირებას ითვალისწინებს.

„მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, იდენტიფიცირებული აგროტურისტული ბიზნესებისთვის ინდივიდუალური ე.წ. ქოუჩინგ სესიები გაიმართება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება სასწავლო ტური სომხეთის აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის საქართველოში.

პროექტი ასევე, ბრენდინგში შერჩეული აგროტურისტული ობიექტების დახმარებას და სამხრეთ კავკასიაში პირველი აგროტურისტული ონლაინ პლატფორმის Agrogate.world-ის გამოყენების ვიდეო სახელმძღვანელოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სომხურ ენაზე იქნება ადაპტირებული.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროექტს სომხეთში მოქმედ ორგანიზაციასთან - „აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრთან“ (CARD) პარტნიორობით განახორციელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის