იაგო ხვიჩია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს იმპიჩმენტის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი გამოვრიცხავთ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს იმპიჩმენტის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი არ გამოვრიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დარწმუნებულია საკუთარი ნაბიჯის სისწორეში და ნაკლებად აინტერესებს რა მოჰყვება მის სწორ ნაბიჯებს.

„ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და იმას თუ როგორ ვუყურებდით ჩვენ არსებულ რეალობას როგორც იმპიჩმენტის ნაწილს, ისე ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ზოგადად ჩვენი პოზიცია რა იყო ჩვენს პარტნიორებთან და იყო თუ არა თანხვედრაში პრეზიდენტის დამოკიდებულებასთან. განსხვავებული აზრი ბევრი არ გვქონია არსებულ სიტუაციასთან და დასავლურ მომავალთან დაკავშირებით. პრეზიდენტისთვისაც გასაგები იყო, რომ მიუხედავად „ქოცების“ ცუდი საქციელისა ჩვენ დასავლეთს მაინც ვთხოვთ იმას, რომ კარები გაგვიღოს გამოსწორების პირობით. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, როგორ წარმოგვედგინა რა შეიძლებოდა ყოფილიყო შემდგომში ჩვენი გამოსწორების პირობები.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მშვიდად უყურებს იმპიჩმენტის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი არ გამოვრიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ოპოზიციიდან ხალხი გადაიბიროს. მე გამოვრიცხავ, რომ ჩემი პარტიიდან ვინმე მოისყიდონ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა