ფინანსთა მინისტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

„ლაშა ხუციშვილმა მელინე არაკელიანს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო უწევს საქართველოს, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა.

ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა