თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, წარმატებულ ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში წარმატებული ქართველი ემიგრანტების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული თანამემამულეები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მოადგილესთან, თინათინ ნიბლოშვილთან ერთად მიიღო. შეხვედრა ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ისტორიულ დარბაზში გამართული შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გახსნა.

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. დიდი პატივისცემით მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ, მიუხედავად სხვა ქვეყანაში დროებით ცხოვრებისა, ქართულ საქმეს ემსახურებით. მისაბაძი ადამიანები ხართ, ჩვენი ქვეყნის ელჩები. ვიცით ძალიან ბევრი ისტორია წარმატებული ქართველების, რომლებმაც თავიანთი შრომით ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის თქვენ გვერდითაა ისევე, როგორც თქვენ ყოველთვის ხართ ერთმანეთის, ქართული საქმის და საქართველოს გვერდით. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და თანამემამულეებს კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

საკრებულოში სტუმრად მყოფ ემიგრანტებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილიც მიესალმა. მან განაცხადა, რომ სწორედ ასეთ წარმატებულ ადამიანებზე დგას დიდწილად ჩვენი ქვეყნის იმიჯი.

„ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. გვესმის, რომ რთულია სამშობლოსგან შორს ცხოვრება, ამიტომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები, ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

„თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ში, ბელგიაში, თურქეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს მათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების, ადგილსამყოფელ ქვეყანასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში გაწეული ღვაწლისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო