სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე  დაკავებული პირების ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ნაწილის მიმართ კი  სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან სასამართლომ ნაწილის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ნაწილის შემთხვევაში კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, იოსებ აბრამიძემ 13 პირიდან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მხოლოდ სამი პირი ცნო და მათ მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა, დანარჩენი 10 პირი კი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია.

დღევანდელ სასამართლო პროცესს მხარეები არ დასწრებიან.

ცნობისთვის, 20 მაისს, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით" დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა