იაგო ხვიჩია კახა კალაძის განცხადებაზე - კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო, სხვისი გატანილი გოლის იმედად ყოფნა არ შეიძლება

კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ გოლი გაიტანო, - ასე უპასუხა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნატოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

„მე საფეხბურთო ენაზე ვუპასუხებდი ბატონ კალაძეს. კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო და სხვისი გატანილი გოლის იმედად არ შეიძლება ყოფნა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება.

„ერთადერთი რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის