ანა წითლიძე - იმის გათვალისწინებით, რომ თანამდებობის პირის იმპიჩმენტით გადაყენება ფარულია, სპეკულაციების გამოსარიცხად, ჩვენი ინიციატივაა, ოპოზიცია დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს

იმის გათვალისწინებით, რომ თანამდებობის პირის იმპიჩმენტით გადაყენება ფარულია, სპეკულაციები რომ გამოირიცხოს, ჩვენი ინიციატივაა, ოპოზიცია დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისგან" მოსალოდნელია შანტაჟი, დაშინება, მოსყიდვა და ეს უნახავთ, თუმცა, წითლიძე ამბობს რომ ისრების "ნაციონალურ მოძრაობაში" გადატანა სწორი არ არის, რადგან ამისგან დაზღვეული არავინაა.

„ქართული ოცნებისგან" გამორიცხული არ არის არაფერი, ჩვენ გვინახავს, რა შეუძლია „ქართულ ოცნებას" ამ მიმართულებით. შეუძლია ყველანაირი სიბინძურე: დაშინება, შანტაჟი, მათ შორის, პირადი კადრებით, მოსყიდვა და გვინახავს ბევრი ასეთი ფაქტი. ცხადია, ახლაც იზამენ ყველაფერს, უბრალოდ აქ ისრების გადატანა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მგონია, რომ სწორი არაა, რადგან ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაგალითად, გახარიას რამდენი საკრებულოს წევრი ჩაუხსნეს რეგიონებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში?! რამდენი გავიდა საკრებულოდან შანტაჟით, მუქარით, ამას თავი დავანებოთ, აგერ პარლამენტის წევრი ისე წავიდა, ვერავინ გაიგო ამის ნამდვილი მიზეზი. „ნაციონალურ მოძრაობას" ამასთან დაკავშირებით აქვს თავის გაცხადებული პოზიცია, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ. მეტიც, ინიციატივა გვაქვს, სპეკულაციები რომ მორჩეს, კენჭისყრამდე რომ მივა საკითხი, იცით, რომ იმპიჩმენტი არის ფარული, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმის მიცემის შემდეგ შეუძლებელი იქნება იმ ადამიანების სიის ამოღება ვინც ხმა მისცა, სხდომათა დარბაზში არ შევიდეს არც ერთი ოპოზიციონერი, ამით გამოირიცხება ნებისმიერი სპეკულაცია“, - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო