საგარეო უწყება - გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო, გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან

დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ საზღვრების კონტროლი გააძლიერა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV).

„აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო