გიორგი ბარამიძე - ნიკა მელიას ეს არ უნდა ეკადრა - არავინ უნდა იკადროს, რომ აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები

დამცინავად თქმა, თითქოს მხოლოდ სადღეგრძელოა და არაფერი სერიოზული არ არის, არის ძალიან სამწუხარო და არასერიოზული და ნიკას ეს არ უნდა ეკადრა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ სადღეგრძელოს სახით ერთობაზე საუბარი არ არის საკმარისი, როდესაც კედელი ჩამონგრეულია, უნდა ააშენო.

მისივე თქმით, არავინ არ უნდა იკადროს, რომ აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ნიკა იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მითუმეტეს ისინი ვინც „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობაში იყვნენ, ვერ გააცნობიერებენ მიხეილ სააკაშვილის სიტყვების მნიშვნელობას, არასერიოზულად მოეკიდებიან მას და პრაქტიკულად, შეურაცხყოფას მიაყენებს, რომ თითქოს ეს სადღეგრძელოა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეძღვნება იმას, რომ ყველამ ჩვენი პირადი წყენები, ამბიციები უნდა გადავწიოთ უკანა პლანზე და წინა პლანზე დავაყენოთ საქართველოს ინტერესები. ეს ნიშნავს ერთიანობას, ერთად ბრძოლას, საქართველოს მშვიდობიანად გათავისუფლებას ამ რეჟიმისაგან.

როდესაც ასეთ სერიოზულ და მნიშვნელოვან მოწოდებას, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ სერიოზულად უნდა აღიქვას და არა როგორც მან - დამცინავად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია, როგორც სადღეგრძელო. ჩემთვის სადღეგრძელო არასდროს არ არის არასერიოზულად ნათქვამი, ქართული ტრადიციით კაცი ყოველთვის იმას ლაპარაკობს სადღეგრძელოში რასაც გულით ფიქრობს, ეს ერთგვარი ლოცვაც არის, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც რაღაც დამცინავად თქმა, თითქოს მხოლოდ სადღეგრძელოა და არაფერი სერიოზული არ არის, არის ძალიან სამწუხარო და არასერიოზული და ნიკას ეს არ უნდა ეკადრა. არავინ არ უნდა იკადროს, რომ აბუჩად აიგდოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები. მე ვფიქრობ ახლა სახუმაროდ არ გვაქვს არავის საქმე, ახლა ძალიან მძიმე დღეშია ჩვენი ქვეყანა, დაუფლებულია რუსული მაფია, ბანდიტები და ქვეყნის მოღალატეები და ჩვენი პასუხისმგებლობაა შევეცადოთ საზოგადოების კონსოლიდაცია", - განაცხადა ბარამიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას კიდევ ერთ განცხადებას, რომ პარტიის მენეჯმენტმა პოლიტიკური საბჭო, დაახლოებით 80 ადამიანი, პრაქტიკულად, გაყარა პარტიიდან და აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.

ბარამიძის თქმით, პარტიის კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ლანძღვა და ნებით თუ უნებლიედ "ქოცების" წისქვილზე წყლის დასხმა არის აბსოლუტურად მიუღებელი და თუ ვინმე ამას აპირებს, სჯობს თვითონ გავიდნენ პარტიიდან.

„ნაციონალურ მოძრაობას" არავინ არ გაუყრია, ეს არის ტყუილი და ასეთი ტყუილი არ უნდა იკადროს არავინ. რაც შეეხება შეცდომებს - შეცდომები იყო და ამის თაობაზე მეც ვისაუბრე, ეს ეხებოდა პოლიტსაბჭოს არჩევას.

პარტიის კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ლანძღვა და ნებით თუ უნებლიედ „ქოცების" წისქვილზე წყლის დასხმა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუ ვინმე ამას აპირებს, ჯობია თვითონ გავიდნენ პარტიიდან, თავის გზას მიხედონ, ღმერთმა ხელი მოუმართოს. პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებს გავახსენებ ყველას - ჩვენგან გავიდა ძალიან ბევრი ნიჭიერი და უნარიანი პოლიტიკოსი, მაგრამ საზოგადოებამ მათ ელექტორალურად თავისი ადგილი მიუჩინა, განულდნენ. არა იმიტომ, რომ ისინი პიროვნულად ცუდი ადამიანები არიან, არამედ, როდესაც მოწყდები მთავარ გუნდს ელექტორალურად სახელმწიფო ასე რეაგირებს. ამიტომ ვინც გავა ყველა ასე განულდება, არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს. 2012 წლიდან "ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე წყებად გავიდა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ფაქტობრივად, ყველამ ეს ფიასკო განიცადა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო