პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების 50-მდე მასწავლებლებისთვის საქართველოს 10 რეგიონიდან, მოსამზადებელი ტრენინგები ჩატარდა

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ინტეგრირებული ზოგადი მოდულების 50-მდე მასწავლებლებისთვის საქართველოს 10 რეგიონიდან, შესავალი და საგნობრივი ტრენინგები ჩატარდა.

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების პრინციპებისა და ინტეგრირებული ზოგადი მოდულების საფუძველზე სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და სტუდენტთა შეფასების მიდგომების გაცნობა.

ტრენინგები ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებლებისთვის სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით შეხვედრებს ითვალისწინებდა, მათ შორის: მათემატიკური წიგნიერება; მოქალაქეობა; კომუნიკაცია ქართულ ენაზე; მეცნიერება და ტექნოლოგიები.

„საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობისას პროფესიული მასწავლებლები სიღრმისეულად გაცნენ სასწავლო პროცესის ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმვისა და წარმართვის სპეციფიკასა და ინტეგრირების პრინციპებს, ისევე, როგორც სტუდენტების შეფასების მიდგომებს. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ტრენინგი თავად პროფესიულმა მასწავლებლებმა წარმართეს.

ტრენინგის მსვლელობისას, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, თამარ ქიტიაშვილი მონაწილეებს მიესალმა და ინტეგრირებული პროგრამების მნიშვნელობაზე, დანერგვაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პროფესიული განათლების საფეხურზე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პროცესის მხარდასაჭერად, ამავდროულად, მიმდინარეობს მასწავლებელთა ქოუჩინგის პროგრამა და სასწავლო რესურსების განვითარება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელი, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო