პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია შიდა აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზების აუცილებლობით. შიდა აუდიტი არის საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. რეფორმის დანერგვა გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ კანონპროექტის წარდგენისას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები მეტწილად შეეხება შიდა აუდიტის მარეგულირებელ ნორმებს. ამასთან, კანონპროექტი კანონის რეგულირების სფეროსთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობის აღმოფხვრასაც უზრუნველყოფს.

უწყების ცნობით, ცვლილებით შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი და დარეგულირდება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ზოგადი, თეზისური საკითხები, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მექანიზმი და ა. შ. კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა