ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპერტიზა მათ არ ჩაუტარებიათ

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული სახის ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა