საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ 12-13 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის და ადამიანის უფლებების დაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან.

„შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და საქართველოს პროგრესი, ასევე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს პერსპექტივა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საფრთხეებს, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთან მიმართებაში.

ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში 20-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა