თეა ახვლედიანი საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თეა ახვლედიანმა საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონიდან გაუჩინარებულთა 60-მდე ოჯახის წარმომადგენელი ესწრებოდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე დეტალურად ისაუბრა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, იზრდება პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი.

ამ კონტექსტში, განიხილეს პროგრამის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით და დაისახა მათი აღსრულების ოპტიმალური გზები.

ოჯახებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობენ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ინტენსიურად ხორციელდება საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამა, პარალელურად კი, მიმდინარეობს მისი ტრანსფორმაციის პროცესი, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტისგან ფუნქციების ეტაპობრივი გადმობარების გზით. აღსანიშნავია, ამ კონტექსტში სახელმწიფო უწყებების უკვე გაზრდილი როლის გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაიწყო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახებთან კომუნიკაციის ფუნქციის აღსრულება. ამჯერად, ზუგდიდში გაიმართა პირველი საინფორმაციო შეხვედრა, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან, რომელზეც მათ შესაძლებლობა მიეცათ სიღრმისეულად გასცნობოდნენ მიმდინარე პროცესს და აქტუალურ საკითხებს. მსგავსი შეხვედრების გამართვას, ჩვენ წლის ბოლომდე ვგეგმავთ ასევე გორში, ქუთაისსა და ბათუმში,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო