საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვედრებს ვაშინგტონში განაგრძობს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 პუნქტიანი გეგმა წარმოადგენს.

„ამ მიმართულებით ყველაზე მეტი დაინტერესება ოფიციალურმა პირებმა მართლმსაჯულების, პოლარიზაციისა და მედიის თავისუფლების საკითხებისადმი გამოხატეს.

ვაშინგტონის მთავარ გზავნილად კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერა.

სახალხო დამცველი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში (DRL) ნიკოლ ჩულიკს და ამავე ბიუროს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს კრის ანდერსენს; იუსტიციის დეპარტამენტში ჯიმ ფელტსა და სტივ როზემბაუმს. ასევე შეხვედრები გაიმართა თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დირექტორ ბრიჯიტ რაიანთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო