ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ და დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

„მე აქ ვიმყოფები დიდი ბრიტანეთის ღვინის იმპორტიორების და ღვინის ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად. ისინი პირველად არიან საქართველოში, თუმცა ყველა ძალიან გამოცდილი ღვინის პროფესიონალები არიან. ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა თელავში, ქვევრის ღვინის მწარმოებელ ზაზა კბილაშვილთან სტუმრობით. ახლა ვართ რუისპირის ბიოდინამიურ ვენახში, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ბევრი მათგანი უკვე იცნობს ბიოდინამიურ ვენახებს. ეს არის პირველი ქართული ბიოდინამიური ვენახი, რომელიც მათ ნახეს“, - აღნიშნა სარა ებოტმა.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში, სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს.

„ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველოს ლანდშაფტისა და ტერუარების, ქართული ღვინის ისტორიის და მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ პრეზენტაცია მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ ჩაატარა.

ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება