SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია

SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ბრუნტეტი - დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5” დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე - ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება.

„სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი.

ტურის ფარგლებში, სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქების თეატრებში დაიდგმება: 29 სექტემბერი - მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა); 2 ოქტომბერი - ერისთავის თეატრი, გორი; 4 ოქტომბერი - მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი; 6 ოქტომბერი - საზაფხულო თეატრი, ბათუმი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: TKT.GE აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels. მსახიობები: ლანა ყავრელიშვილი, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი; მხატვარი: ნანა კალანდაძე; ანიმაცია: ნანა კალანდაძე და კოკა კიტია; ორგანიზატორი: Stockton“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს