ჯაბა სამუშიამ პირველკურსელ სტუდენტებს სპეციალურად მათთვის შექმნილი ახალი პროექტი გააცნო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტები უნივერსიტეტის ისტორიასა და იმ სერვისებს გაეცნობიან, რომელსაც თსუ მათ სთავაზობს.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თსუ-ს რექტორი და აკადემიკოსი, ჯაბა სამუშია სტუდენტების სხვადასხვა ნაკადს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეხვდა და იქ არსებული გარემო დაათვალიერებინა.

სტუდენტებთან შეხვედრისას, რექტორმა ყურადღება უნივერსიტეტის მიზნებსა და ღირებულებებზე გაამახვილა. ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, სტიპენდიებზე, სტუდენტურ პროექტებსა და ყველა იმ შესაძლებლობაზე, რასაც სტუდენტები უნივერსიტეტისგან მიიღებენ.

„თქვენ ხართ კავკასიაში ყველაზე დიდი და ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის, რომელმაც, ფაქტობრივად, მე-20 საუკუნის საქართველო შექმნა. ყველა დიდი მეცნიერი, რომელიც ქართულ სამეცნიერო აზრს ქმნიდა და რომლის სახელიც შეიძლება გვახსოვდეს, დაკავშირებულია თსუ-სთან. გისურვებთ უნივერსიტეტის წლები თქვენთვის ყოფილიყოს ყველაზე ძვირფასი. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უნივერსიტეტელები, გიყვარდეთ თსუ, მიიღეთ ხარისხიანი განათლება და შექმენით ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“, - მიმართა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს.

თსუ-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, რექტორმა პირველკურსელებს უნივერსიტეტის მუზეუმები, ბიბლიოთეკა, სააუდიტორიო სივრცეები და პანთეონი დაათვალიერებინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო